დავით ნემსაძე, ,,შეიარაღებული ძალების  სამოქალაქო კონტროლის“ ჯგუფის ხელმძღვანელი:

_ შეიძლება ბატონი ირაკლი სესიაშვილის ყველა მოსაზრებას და ხედვას არმიის საკითხზე არ ვიზიარებ, მაგრამ ის რაც ახლა მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ ხდება, ეს არის საინფორმაციო ომი ნაცმოძრაობის პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად. ირაკლი სესიაშვილი უსინდისო და ამორალური კაცი ნამდვილად არაა, მას პირადად ვიცნობ და ამის თქმის საფუძველი მაქვს. საკითხი დგას შემდეგნაირად, როცა ხელისუფლების მაღალ იერარქიაზე ხდება უსაფუძვლო ინფორმაციული შეტევა, საინტერესოა, სად არის უსაფრთხოების სამსახური? რატომ არ ხდება ამაზე დროული პასუხის გაცემა? ბრძოლის უცეცხლო მეთოდი წარმოადგენს დესტაბილიზაციის მიზნით პოლიტიკური ქაოსის შექმნას, მტრის მიზანი კი აშკარაა, მას სურს  ადექვატიურობის ჩარჩოდან გამოიყვანოს მაღალი ხელისუფალი. ბატონი სესიაშვილი იკავებს უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პისტს, იგი ფლობს სახელმწიფოებრივ საიდუმლოებების სრულ ნუსხას. ვის აწყობს მის წინააღმდეგ ასეთი სახის ინტერვენცია? შეიარაღებული ძალების განგაშთა ნუსხაში ერთ-ერთი ადგილი უკავია მაღალი ხელისუფლების პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმის მოწყობას. ეს თავდასხმა სახეზეა, მაგრამ არა ცეცხლით, არამედ ჰიბრიდულად, დეზინფორმაციული და ინფორმაციული სახით. ლეგიტიმურია კითხვები: ვინ კვებავს ნაცმოძრაობას ინფორმაციით? სახელმწიფო უწყებებში ჩანერგილმა ,,დივერსიულმა” ჯგუფებმა ეს პროცესი დაიწყეს იმით, რომ უბრალო ადამიანებს ჩანერგილები, დანერგილები და გადმონერგილები უწოდეს. ამით სურდათ, შეენიღბათ თავიანთი საქმიანობა. ბოლოს კი მივიდნენ ხელისუფლების მაღალ იერარქიამდე. ვისაც უნდა მოეხდინა ამისაგან თავდაცვა, ისინი თავად იყვნენ ამის ჩამდენები. ამიტომ, მის აღსაკვეთად არაფერი არ გააკეთეს და შედეგიც სახეზეა.

სპეცსამსახურების უდიდეს ცოდვას წარმოადგენს ის, რომ ინფორმაციას ფლობენ მოსალოდნელ საფრთხეებზე და ამის აღსაკვეთად არაფერს აკეთებენ. ამ დღეებში პირადად შევხვდები უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს. ჩვენი საუბარი უკვე შედგა და ჩანიშნულია მრავალმხრივი შეხვედრები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი