რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ავსტრიაში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ჟურნალისტებს გაუბრაზდა. ამის შესახებ RT წერს.

ლავროვის აღშფოთება იმან გამოიწვია, ჟურნალისტები იმ მაგიდის გარშემო შემოიკრიბნენ, სადაც მინისტრები ისხდნენ. „ ჰაერი მომეცით. ამ მაგიდასთან ადამიანები სხედან, თქვენ კი მათ ზურგი აქციეთ,“- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ერთმა ჟურნალისტმა მის შენიშვნას ყურადღება არ მიაქცია, მაგიდაზე დაეყრდნო და ლავროვს მიკროფონი მიუშვირა, რომ მისთვის შეკითხვა დაესვა. ამან რუსეთის პირველი დიპლომატი კიდევ უფრო გააბრაზა.

„ასე ვინ გასწავლათ? მშობლებმა? სკოლამ? ეს თავაზიანი საქციელი არ არის,“- დასძინა სერგეი ლავროვმა.

ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან შეხვედრის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკელ ჟურნალისტებს შენოშვნა მისცა. ის დაინტერესდა, ვინ ასწავლის მედიას ასეთ მანერებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი