შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის” და სს ,,საქორგგაზისთვის” ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით სემეკმა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა დღევანდელ სხდომაზე თავისი მოსაზრებები დააფიქსირა და დაინტერესებულ საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდა. მოსაზრებების წარდგენის ვადა 31 მარტამდე განისაზღვრა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კომპეტენტური წინადადები ყოველთვის მნიშვნელოვანი და მისაღებია სამუშაო პროცესში, მათ შეიძლება გავლება იქონიონ ადმინისტრაციული ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. ენერგოომბუდსმენი გამოთქვამს მზადყოფნას, ღიად იმუშაოს დაინტერესებულ პირებთან ნებისმიერი წინადადების ან რეკომენდაციების განხილვის მიზნით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი