მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორებმა – რამაზ ხეცურიანმა, ზურაბ ხელაძემ, ნოდარ გოგებაშვილმა და რევაზ გაგუამ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს საგანგებო განცხადებით მიმართეს და სთხოვეს, საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული შედეგების გამო, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები.

„ყოველწლიურად საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით, 11 ათასი ადამიანი იღუპება, დაავადებების პრევენციის მიზნით კი, ყოველწლიურად, ქვეყანაში ერთ მილიარდ ლარზე მეტი იხარჯება, მათ შორის 200 000 მილიონი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან. საქართველოს ყოველი მესამე მოქალაქე თამბაქოზე მიჯაჭვულია, დამატებით 40 % კი რეგულაციების არარსებობის და არსებული კანონმდებლობის არაეფექტურობის გამო, იძულებულია, მეორადი კვამლი ისუნთქოს, მათ შორის განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ არის ბავშვების და ახალგაზრდების სიცოცხლე. მედიცინის მეცნიერებათა აკადემია პარლამენტს შეახსენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები წლებია, თამბაქოსგან თავისუფალ გარემოს ელოდებიან და ამ საკითხში მათი მხარდაჭერა 80%-ს აჭარბებს…

ვიმედოვნებთ, რომ ამ მოწვევის პარლამენტი, თქვენი ხელმძღვანელობით, მიიღებს ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელიც რეალურად დაიცავს ასეულ ათასობით ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამასთან, ჩვენი აკადემია უერთდება თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინიციატივას, რომ საქართველო 2030 წელს გამოცხადდეს თამბაქოსგან თავისუფალ ქვეყნად (ანუ თამბაქოს მოხმარება მინიმუმ 5%-მე დავიდეს), რაც რეალურად განხორციელდება, თუ პარლამენტი უახლოეს პერიოდში მიიღებს თამბაქოს კონტროლის ყოვლისმომცველ კანონს და დააწესებს მონიტორინგს მის აღსრულებაზე.

პარლამენტში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების მიხედვით, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონით საქართველოში მოწევა უნდა აიკრძალოს. ცვლილებათა პროექტების მიხედვით, ასევე აიკრძალება თამბაქოს პროდუქციის პოპულარიზაცია და რეკლამა“.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი