სახელმწიფო ფაროსანასთან საბრძოლველად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარს გამოყოფს – ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გააკეთა.

ბიუჯეტი 12 მილიარდ 403 მილიონი ლარით განისაზღვრა. პლენარულ სხდომაზე დიმიტრი ქუმსიშვილს დეპუტატებმა პენსიების და ხელფასების მატებასთან დაკავშირებული კითხვების გარდა, აზიური ფაროსანას მოსაგერიებლად საჭირო თანხების გამოყოფასთან დაკავშირებითაც ჰკითხეს.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო – რეგიონების“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ ფაროსანასთან გასამკლავებლად საჭირო თანხის მობილიზებასთან დაკავშირებული კითხვით მიმართა მინისტრს. აკაკი ბობოხიძეს დაინტერესებდა რა თანხა გამოიყო წელს და რამდენი იქნება მომავალ წელს გათვალისწინებული ფაროსანასთან საბრძოლველად.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ წელს 16 მილიონის მობილიზება შეძლეს.

„წლევანდელ წელს, როდესაც წელი დავიწყეთ, ფული, პრაქტიკულად, ფაროსანაზე არ არსებობდა და შემდეგ 16 მილიონი მოვიძიეთ და დავხარჯეთ. შემდეგი წლისთვის ჩვენ 14 მილიონი ლარი გვაქვს ჩადებული, თუმცა, ვმუშაობთ ჩვენ ამ მიმართულებით როგორც კომიტეტთან, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ვნახოთ, რა რესურს მოვძებნით,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი