სოფელ ბერშუეთში რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის დამონტაჟებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას. 

“გორის რაიონის სოფ. ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის შედეგად, რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა. აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე. აღნიშნული საკითხი განსახილველად აუცილებლად დადგება 11 ივლისს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე სოფ. ერგნეთში,” – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი