,,სუდანი არის ნეიტრალური ცხიმებში ხსნადი საღებავი კანცეროგენი, რომელსაც იყენებენ მსუბუქ მრეწველობაში ქსოვილების შესაღებად, დიზელის საწვავის წარმოებაში, ბიოქიმიური კვლევების დროს პრეპარატის შესაღებად. ის სასტიკად აკრძალულია საკვების წარმოებაში, რადგან მიეკუთვნება არასაკვებ საღებავთა ჯგუფს და იწვევს მრავალ დაავადებას. ბოლო დროს არაერთხელ იქნა აღმოჩენილი სუნელებში, რომლებიც უკონტროლოდ იყიდება ბაზრებში, ქუჩის ბაზრობებსა თუ მარკეტებში. სუდანის რამოდენიმე სახეობა არსებობს: სუდან-1 (C16H12N2O), სუდან-2 (C18H16N2O) და სხვა. საქართველოში სუნელები, როგორც წესი, გამომშრალი თივის და იონჯისგან მზადდება, რისი სპეციალური ტექნოლოგია და დანადგარები აქვთ ფალსიფიკატორებს. ნატურალური სუნელის 1-დან 10%-მდეა დამატებული თივის ფხვნილში, რასაც ღებავენ სუდანით და ასე უკეთებენ რეალიზაციას საშიშ პროდუქტებს. სპექტრი დიდია: დაფქული ზაფრანა, წითელი წიწაკა და სხვა”წერს სოციალურ ქსელში Nanostructural Water.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი