აუდიტის სახელმიფო სამსახურის დასკვნით, საქართველოში 2 ათას მასწავლებელს უმაღლესი განათლება არ აქვს მიღებული.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დასაქმებული 67,000 მასწავლებლიდან 2,000-ს, რომლებიც ასწავლიან ძირითად საგნებს, არ აქვს მიღებული უმაღლესი განათლება და გააჩნია მხოლოდ ზოგადი ან პროფესიული განათლება.

მოცემული რაოდენობიდან საგნის გამოცდა ჩაბარებული აქვს მხოლოდ 4%- ს. არსებული რეგულაციით, სისტემაში ვერ უნდა ხვდებოდნენ ისეთი კადრები, რომელბსაც არ აქვთ უმაღლესი განათლება მიღებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ფიქსირდება მსგავსი შემთხვევები.

სოსო გაზდელიანი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი