მიმდინარე წლის 12 სექტემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 7220 აივ ინფიცირებული პირი.

ინფიცირებულთა 5401 კაცია და 1819 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3786 პაციენტს განუვითარდა. მათ შორის 1477 გარდაიცვალა.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 40.6 % (2924) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 45.9 % (3305) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 10.9 % (781) – კაცები რომელთაც სექსი აქვთ კაცთან; 1.4 % (101) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (36) – სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (48) – გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2630 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 919 (აქედან ზუგდიდი – 605); შემდეგ იმერეთში 898 (ქუთაისი 436); აჭარაში 814 (ბათუმი – 512); აფხაზეთში (455); კახეთში (350) ქვემო ქართლში (375); შიდა ქართლში (271); გურიაში (153); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (100) და ა.შ.

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2008 წელს – 351; 2009 წელს – 385; 2010 წელს – 455, 2011 წელს – 424; 2012 წელს – 526; 2013 წელს – 490; 2014 წელს – 564; 2015 წელს – 717; 2016 წელს – 719; 2017 წელს – 631.

2018 წლის 12 სექტემბრის მონაცემებით დაფიქსირებულია – 458 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 433 ახალი შემთხვევა.

2018 წელს გარდაიცვალა 97 აივ ინფიცირებული. ხოლო 2017 წელს გარდაიცვალა 127.

2016 წელს – 168, 2015 წელს – 94, 2014 წელს – 84 პირი, 2013 წელს – 96 პირი, 2012 წელს – 109, 2011 წელს – 116. 2018 წელს გარდაცვლილთაგან: 77 კაცია 20 ქალი.

სულ საქართველოში გამოვლენილია 109 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 68 ვაჟი და 40 გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 ქვეყნიდან გავიდა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ ტესტირება და მკურნალობა უფასოა. მოქალაქეების კონსულტაცია კონფიდენციალური. საქართველოს შიდსის ცენტრის ცხელი ხაზის ნომერია 239-80-18.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი