ლადო სადღობელაშვილი, აქტივისტი:

_ მე სულ არ მაინტერესებს ივანიშვილი-ხაზარაძის დაპირისპირება. არც ის არ მაინტერესებს, 2008 წლის საქმეს ახლა, 2019 წელს რატომ განიხილავენ… მე ერთი ვიცი, რომ “თი ბი სი”-მ და რიგმა სხვა ბიზნესმენებმა გააუბედურა ქვეყანა! შეიტყაპუნა ხალხის ფული, ერთი ორი და ათი ახვარის ხელში აღმოჩნდა სახელმწიფო და ხალხის ქონება! შესაბამისად სულ არ მეცოდება არცერთი მევახშე ბიზნესმენი, რომელიც განიცდია თუნდაც რაიმე სახის ზეწოლას სახელმწიფოსგან!
– საქართველოში არცერთი მილიონერი არ არის ინტელექტუალური მილიონერი, ყველა აფერისტი და სხვის უბედურებაზეა გამდიდრებული! მე თუ მკითხავ და ჩემი გადასაწყვეტი, რომ იყოს ჩამოვართმევდი ამ გაზულუქებულებს მილიონებს და გადავუნაწილებდი ხალხს!

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი