შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ საქართველოში პოლიტიკურ რყევებს მიწისძვრები ემატება. ყოველდღიურად ხდება სეისმური რყევები. წუხელ კიდევ ზედიზედ ორჯერ დაფიქსირდა, ხშირად მათი ეპიცენტრი მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში და განსაკუთრებით თბილისშია. მეცნიერეულად ცნობილია, რომ დიდი მიწისძვრისათვის ეს მოვლენები არც თუ იშვიათად შესამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. მთავრობა კვლავ ზეცაში იყურება. მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ გადამოწმდეს ის უამრავი ავარიული შენობა სადაც ადამიანები ცხოვრობენ, დაიწყოს მათი გამაგრება, დემონტაჟი და ხალხის გადაყვანა უსაფრთხო ადგილას. სანამ დროა. მერე ტრადიციულად არ თქვან მოულოდნელი იყოო.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი