“სამშობლოში გადაადგილებისათვის მოკლულ ტატუნაშვილს, ოთხოზორიას, ბაშარულს დღეს შეემატა უკვე 29 წლის ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ოკუპანტებმა და სეპარატისტებმა მოგვიკლეს!! ივანიშვილის რეჟიმი ოკუპანტებთან ერთად უკვე ხდება ამ გენოციდის თანამონაწილე. კატეგორიულად მოვითხოვ: – შეიარაღებული ძალები განლაგდნენ დაპირისპირების ხაზზე! – საქართველოს მოქალაქეზე ნემისმიერი ხელყოფის შემთხვევაში, გაიხსნას ცეცხლი! – შეწყდეს ელექტროენერგიის რუსეთის სამხედრო ბაზებისთვის მიწოდება, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს და რომლის ფულსაც ვიხდით ჩვენ!. – აიკრძალოს იმ რუსი ბიზნესმენების საქმიანობა საქართველოში, რომლებმაც დააფინანსეს ოკუპანტ-სეპარატისტები, ასეთია არშბა და სხვა მისი მსგავსნი, დაედოს ყადაღა მათ საბანკო ანგარიშებს. თუ ამას არ გააკეთებს ივანიშვილი, მის საბრალდებო დასკვნას შეემატება რუსებთან ერთად ქართველთა გენოციდში მონაწილეობა და ეს მოხდება ძალიან მალე.!”

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი