საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა, – საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს გარდაცვლილთა რიცხვმა 50 771 შეადგინა, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 49 121 იყო, 2014-ში კი 49 087.

გარდაცვალების მიზეზთა შორის, ისევე როგორც ბოლო წლების განმავლობაში, გასულ წელსაც პირველ ადგილზე სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები იყო. ამ დაავადებების შედეგად 2016 წელს

17 973 ადამიანი გარდაცვალა. გასულ წლებში სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებით გარდაცვლილთა რიცვხი 20 ათასს აჭარბებდა.

მეორე ადგილზე, გარდაცვალების მიზეზთა შორის სიმსივნური დაავადებებია – დაღუპულთა რაოდებონამ 6 819 შეადგინა. 2015-ში ეს მაჩვენებელი 6243 იყო.

აღნიშნული დავადებების შემდეგ გარდაცვლილთა რიცხვოვნობა დაავადებათა ძირითადი მიმართულებებით სხვადასხვა კლასებზე ასე ნაწილდება: სასუნთქი სისტემის ავადმყოფოფებით გარდაცვლილია 2480 ადამიანი; ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფოფებით გარდაიცვალა 763 ადამიანი. უბედური შემთხვევების შედეგად 2016 წელს 1627 ადამიანი დაიღუპა.

პირველი არხი

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი