რუსულ “Известия”-სთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიცია დე ფაქტო აფხაზეთთან და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, არაფრით განსხვავდება სააკაშვილის მმართველობისას არსებული პოზიციისგან.

“ვინაიდან ჩვენ ყოველთვის პრინციპულად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზაციის მომხრე ვიყავით, 2012 წლის ბოლოს თბილისიდან პოზიტიური სიგნალი დაფიქსირდა. მაშინ, ორივე მხრიდან, არაფორმალური დიალოგის ფარგლებში დაწყებული კონსტრუქციული ძალისხმევების შედეგად სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრასპორტისა და ჰუმანიტარულ სფეროებში პოზიტიურ რეზულტატს მივაღწიეთ. გასულ წელს ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 707 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. დღეს რუსეთი საქართველოს უდიდესი სამი სავაჭრო ქვეყნიდან ერთ-ერთია.

სამწუხაროდ, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის შენების სანაცვლოდ, თბილისი აგრძელებს მტკიცებას, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიებია. ეს აბსურდული თეზისი NATO-სთან სამომავლო დაახლოებისათვის გამოიყენება.

სამწუხაროა, მაგრამ მოცემულ საკითხში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიცია არაფრით განსხვავდება სააკაშვილის პოზიციისგან. უფრო მეტიც, ბოლო დროს საქართველოსა და NATO-ს თანამშრომლობა ისეთ ფორმებს იღებს, რაც ფაქტობრივად თბილისს NATO-ს მიერ რუსეთის შეკავების პოლიტიკის მონაწილეს ხდის. მხოლოდ გასულ წელს, საქართველოს ტერიტორიაზე სამჯერ განხორციელდა NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო სწავლებები. უკვე მეორე წელია, რაც სპეციალურად, ევროპიდან მძიმე სამხედრო ტექნიკის გადასროლა ხორციელდება”, – აღნიშნავს კარასინი.

Ipress

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი