080428a-005

პარტია ,,ევროპული საქართველოს”  თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის მიღება ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე, საქართველოს მიმართ მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირებაა.

ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დასრულების შემდეგ განუცხადა.

,,ასეთი დეკლარაციის მიღება პოზიტიური და მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ერთხმად, რაც არის საქართველოს მიმართ მკაფიო მხარდაჭერის დემონსტრირება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში არის ორი ბლოკი: პირველი არის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი ევროატლანტიკური მომავლის და ნატოში გაწევრიანების და მნიშვნელოვანია მეორე ბლოკი, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს  საქართველო იმისთვის, რომ ის გახდეს ნატოს წევრი: უფრო დემოკრატიული, მედიაპლურალიზმით, უკეთესი სასამართლოთი, ძლიერი ოპოზიციით, ორივე ნაწილი ავსებს ერთმანეთს, ორივე ნაწილი არის გზა წინ, უკეთესი საქართველოსკენ. გზა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი განცხადებით, ნატომ ამ დეკლარაციის საქართველოსკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადმოდგა და ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა პასუხისმგებლობა შანსი წარმატებით გამოიყენოს.

,, ამ დეკლარაციის მიღებით ნატომ გადმოგდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოსკენ და ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული რამდენად შევძლებთ ამ შანსის გამოყენებას, რამდენად შევძლებთ ამ ქვეყანაში უკეთესი დემოკრატიის აშენებას და რამდენად შევძლებთ საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღეს.

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი