საქართველოს პოლიტიკური პარტიების ლიდერთა საბჭოს ერთობლივი მიმართვა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს:

საქართველოს პოლიტიკური პარტიების ლიდერთა საბჭო, სადაც წარმოდგენილია ქვეყნის ძირითადი ოპოზიციური სპექტრი, მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების იმ სენატორებსა და წარმომადგენელთა პალატის წევრებს ვინც მხარს უჭერს საქართველოს დე-ფაქტო მმართველის, ოლიგარქის, კორუფციული სისტემის მეთაურის, ყველა არჩევნების გამყალბებლის და ქვეყანაში დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის მომსპობი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ამერიკის კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სანქციების ამოქმედებას. ვთხოვთ ჩვენი მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატების სენატსა და კონგრესს მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ბრძოლას ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ, რათა დროულად მოხდეს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური კაპიტალის სანქციონირება საბანკო-საფინანსო სისტემებში. ეს გადაარჩენს საქართველოსა და რეგიონს დიდი, ანტიდემოკრატიული კატაკლიზმებისაგან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი