სერგო ვარდოსანიძე, ისტორიკოსი:

_ საინფორმაციო საშუალებები კომენტარს მთხოვენ, თუ ყოფილა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში პატრიარქის ან სასულიერო პირების მიმართ ძალადობა, მოწამვლის მცდელობა…

სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები იყო:

1744 წელს მეტეხის მიდამოებში მოსყიდულმა ტარიელ თაზიშვილმა მიპარვით, ხანჯლით მოკლა უწმიდესი და უნეტარესი კათოლიკოსი ნიკოლოზი (ხერხეულიძე).

1918 წლის 27 ივნისს მარტყოფის მონასტერში მოკლეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ მეორე.

1918 წლის 17 სექტემბერს მოწამლეს და 18- ში გარდაიცვალა ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე).

1919 წლის 6 ივნისს არმაზის მონასტერში მოკლეს აქიმანდრიტი მირიანი (ბექაური).

1919 წელს საკუთარი სახლის წინ სიცოცხლეს გამოასალმეს მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე…

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი