Home ახალი დამატებული საქართველოს პარლამენტს: ისხედით მშვიდად, არ გაინძრეთ, ითვალეთ ხმები და გვამები

საქართველოს პარლამენტს: ისხედით მშვიდად, არ გაინძრეთ, ითვალეთ ხმები და გვამები

28 second read
0
12

“გაეცანით დასკვნას ე.წ. “შავი წერტილების” შესახებ, საინტერესოა!
ამ დასკვნის ფონზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა ერთ წელიწადზე მეტია რაც გაჭედილია პარლამენტში.
ამ ხნის განმავლობაში (არამარტო პრობლემურ მონაკვეთებზე) გარდაიცვალა 600-ზე მეტი და დაშავდა 10 000-მდე ადამიანი. ბოლო 10 დღის განმავლობაში გარდაიცვალა 16 ადამიანი. უპასუხისმგებლო და დამნაშავეა სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე არ ადარდებს. ამ შემთხვევაში კი, სახელმწიფოს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი წარმოადგენს. ისხედით მშვიდად, არ გაინძრეთ, ითვალეთ ხმები და გვამები”. _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი, დავით მესხიშვილი და ინფორმაციას ე.წ. “შავი წერტილების” შესახებ აქვეყნებს:

.

“ანალიზს ვუკეთებთ გზის იმ მონაკვეთებს (შშს-ს ოფიციალური მონაცემების მიხედვით), რომლებზეც უჩვეულოდ ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება და სადაც გარდაცვლილების/დაშავებულების რაოდენობა საგანგაშოდ მზარდია. აღნიშნული ადგილები ე.წ. “პრობლემური მონაკვეთებია” ანუ “შავი წერტილები.” ამ მონაკვეთებზე ხდება შემდეგი სახის შეჯახებები:
შეჯახება ველოსიპედისტზე
შეჯახება მსუბუქ ა/მანქანაზე
შეჯახება ცხოველზე
შეჯახება დაბრკოლებაზე
სხვა ტიპის შეჯახება
შეჯახება გაჩერებულ ტრანსპორტზე
შეჯახება ქვეითზე
შეჯახება სატვირთოზე
შეჯახება და ამობრუნება
ყველაზე მეტი 50,7% მსუბუქ ავტომობილთან შეჯახებაზე მოდის, შემდეგ ადგილზეა ქვეითთან-16,7 %-ით, 13,8%- დაბრკოლებას ეჯახება, ხოლო 13,1%-ისთვის შეჯახება ამობრუნებით დასრულდა. 1,9% კი, გაჩერებულ ტრანსპორტს შეეჯახა.. რაც შეეხება მიზეზებს, ისინი შემდეგნაირად არის წარმოდგენილი:
დაუდგენელი მიზეზი
დისტანციის დაუცველობა
გადაღლა,ძილი საჭესთან
გავლის რიგ.გზაჯვარ გავლის წეს.დარღ.
გავლის უპირატესობის წეს.დარღ.
მანევრირების წეს.დარღ.
ნასვამი მართვა
ქვ.გადასასვლელებზე გავლის წეს.დარღ.
რეგულირების სიგნალების, საგ. ნიშ. მონიშვნების მოთხ. უგულვებელყოფა
ს/ს გაჩერებისა და დგომის წეს.დარღ.
საზ. ტრანსპორტის გაჩ.და დგომის წეს.დარღ.
შემხვედრ მოძრაობის ზოლში გადასვლა გასწრების წეს.დარღ.
სიჩქარის გადაჭარბება
ტექნიკური გაუმართაობა
ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა
რკინიგზის გადასასვლელის წესების დარღვევა
33,5%-მანევრირების წესების დარღვევაზე მოდის, შემხვედრ მოძრაობის ზოლში გადასვლა 14,3%, სიჩქარის გადაჭარბება/გასწრების წესების დარღვევა 11,2%, ნასვამი მართვა 7,4 %, დისტანციის დაუცველობა 5,8%. 18,8% კი საერთოდ დაუდგენელია.
თუ ვსაუბრობთ არასწორ მანევრირებაზე, რომელზეც ყველაზე მეტი 33,5 % მოდის არის ძალიან ზოგადი და ინფორმაციული თვალსაზრისით არაფერს გვაძლევს, ვინაიდან არ ჩანს გამომწვევი მიზეზი არასწორი მანევრირების და ასეთი ტიპის დარღვევაში შეიძლება გავაერთიანოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევაც. თუ ამ 33,5 %-ს დავუმატებთ ოფიციალურად დაუდგენელ 18,8 %-ს, მივიღებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების 52,3 %-ში ვერ დგინდება რეალური გამომწვევი მიზეზი.ჩვენი ასოციაციის აზრით:
1. “შავი წერტილების” შესწავლა უნდა ხორციელდებოდეს სხვადასხა დარგის ექსპერტების მიერ ადგილებზე, რომელთა მიერაც უნდა შედგეს სამოქმედო გეგმა
2.უნდა დაინერგოს სტატისტიკური მონაცემების შეგროვების თანამედროვე ტექნოლოგიები, რათა საშუალება მოგვეცეს პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის
3.საჭიროა აღნიშნულ მონაკვეთებზე ინფრასტრუქტურული ცვლილებების განხორციელება, უსაფრთხოების სტანდარტების უმაღლეს დონეზე აყვანა, მათ შორის ქვეითის
4.კამერებით და რადარებით აღჭურვა
5. მოსახლეობის ინფორმირება აღნიშნული წერტილების არსებობის შესახებ, პრევენციის მიზნით
(ინფორმაცია მოიცავს 2010-2015 წლებს)”.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *