მწველი ზაფხული დაუდგა საქართველოს. თითქმის ყოველდღე მეხანძრეები ხანძარს ებრძვიან. გუშინ, ბორჯომის ხეობა იწვოდა, დღეს კი ცეცხლი დიღომში, პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა და დამწვარია 5 ათასი ათასი კვადრატული მეტრი. სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ადგილზე 2 სახანძრო მანქანა მუშაობდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. სახანძრო-სამაშველო სამსახური 169-ე სკოლის თანამშრომლებმა გამოიძახეს, რომელიც შემთხვევის ადგილთან მდებარეობს. ამბობენ, რომ ცეცხლი ხმელ ბალახს წაეკიდა, თუმცა ხანძრის გამომწვევი რეალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები
Загрузка...