უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ხელისუფლებას მიმართავს, იზრუნოს სოსო ოსურაულის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის:

,,მივმართავ ხელისუფლებას! რეალურად იზრუნოს საქართველოს მოქალაქის, სოსო ოსურაულის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად. როგორც მედიით გახდა ცნობილი, აფრიკაში, კონგოში ტყვეობაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე, ოთხი შვილის მამა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, ალვანელი ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული. გავრცელებული ინფორმაციით კონგოელი მეამბოხეები მისი გათავისუფლებლებისთვის 1 მილიონ დოლარს ითხოვენ.

ქართველი მფრინავი ტყვეობაში 27 იანვრიდან იმყოფება, როდესაც მეამბოხეებმა კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების 2 ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ერთ-ერთს სწორედ სოსო ოსურაული მართავდა. საქართველოს მოქალაქის ტყვეობიდან გათავისუფლება ხელისუფლების პოზიტიურ ვალდებულებასაც წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუციის – 13-ე მუხლში კი აღნიშნულია:

1. საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.

სამწუხაროდ, დღემდე, სახელმწიფოს მხრიდან სოსო ოსურაულის გათავისუფლებასთან დაკავშირებით რეალურ შედეგს საზოგადოება ვერ ხედავს. კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქე დაუბრუნდეს სამშობლოს და საკუთარ ოჯახს”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი