„რუსეთის ფედერაცია იყენებს კიბერსაშუალებებს ევროატლანტიკური სივრცის წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო ომში და შესაბამისად, კიბერსივრცის მეშვეობით, რუსეთის ფედერაცია აქტიურად ეწევა საინფორმაციო კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის შეფერხებას და ასევე, საქართველოს მოსახლეობაში ევროატლანტიკური ღირებულებების დისკრედიტაციას“, _ ასე წერია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული 2017-2018 წლის კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დადგენილებაში. როგორც ხედავთ, ამ დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნისთვის მთავარი საფრთხე რუსეთის მიერ ორგანიზებული კიბერშეტევები და კიბერსაშუალებებით ჩადენილი დანაშაულია.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთიდან მომავალი კიბერსაფრთხეები გაზრდილია. „რუსეთის ფედერაციამ უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად აამაღლა საკუთარი კიბერშეტევითი შესაძლებლობები; 2008 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საქართველოს დამოკიდებულება ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე, რაც პოტენციური კიბერთავდასხმების შემთხვევაში, თავის მხრივ, ზრდის მოსალოდნელი ზიანის მასშტაბებს“. სტრატეგიაში საფრთხეებს შორის ასევე დასახელებულია ISIS და სხვადასხვა ჰაკერული ჯგუფი.

წყარო: news

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი