BGEO Group-ის საინვესტიციო ბიზნესის ჰოლდინგურმა კომპანიამ „საქართველოს კაპიტალმა“  300 მლნ დოლარის ობლიგაციების, წარმატებულ განთავსებაზე  განაცხადა. ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი მოვლენა, როდესაც არასაფინანსო და არასახელმწიფო, ქართულმა კომპანიამ 300 მლნ დოლარის ღირებულების საერთაშორისო ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციების სარგებელი 6.125%-შეადგენს ხოლო ვადა 6 წლიანია, 2024 წლის მარტამდე.

ფასიანი ქაღალდების გარიგების დასრულება მოხდება 2018 წლის 9 მარტს. ობლიგაციები გამოიცემა და გაიყიდება გამოსაცემი ფასის 98.77%-ში. მოსალოდნელია, რომ ობლიგაციები განთავსდება ირლანდიის საფონდო ბირაჟზე და შეფასდება S&P-სგან (B+) რეიტინგით, ხოლო Moody’s-გან (B2) დონით. აღნიშნული ტრანზაქციის ხელმძღვანელები J.P. Morgan-ი, Citi-ი და Renaissance Capital-ი არიან, თანახელმძღვანელი კი „გალტ ენდ თაგარტი“. ტრანზაქციის ხელმძღვანელების იურიდული მრჩეველი არის Freshfields Bruckhaus Deringer LLP-ი, ხოლო „საქართველოს კაპიტალის“  იურიდული მრჩეველი არის Baker & McKenzie LLP-ი.

 კონტაქტი მედიისთვის:                                              

pr@bgeo.com

საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ შესახებ:

„ბიჯეო ჯგუფი“ (BGEO Group PLC) დიდ ბრიტანეთში არსებული,  საქართველოში დაფუძნებული ჰოლდინგური კომპანია და საინვესტიციო პლატფორმაა, რომელიც საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა. „ბიჯეო“ უცხოეთიდან მოზიდული კაპიტალის ინვესტირებას, სწორედ საქართველოში არსებულ ქართულ კომპანიებში ახორციელებს, მათი შემდგომი განვითარების მიზნით. ჯგუფის შემადგენლობაში შედის საინვესტიციო ბიზნესი, რომელიც მოიცავს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG რომელიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე), m2 უძრავი ქონება, „ჯორჯიან გლობალ იუთილითის“ (GGU) და „თელიანი ველი“. 2017 წლის 3 ივლისს „ბიჯეომ“ განაცხადა საბანკო ბიზნესის და საინვესტიციო ბიზნესის გამიჯვნის შესახებ. აღნიშნული პროცესი 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება და ამ დროიდან „საქართველოს ბანკი“ და საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით განაგრძობენ ფუნქციონირებას, შედეგად ორივე ბიზნეს მიმართულებას, შესაძლებლობა ექნება კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ. ორივე კომპანიის აქციები განთავსებული იქნება ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი