26 აპრილს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე – დავით ასათიანი, აღმასრულებელი დირექტორი – გიორგი ჭეხანი, აღმასრულებელი საბჭოს და ეთიკის კომისიის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მიიღო.

პატრიარქმა დავით ასათიანს ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე არჩევა მიულოცა და ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობითა და ინსტიტუციური განვითარებით დაინტერესდა. დავით ასათიანმა კათოლიკოს-პატრიარქს ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ადვოკატთა ასოციაციის მიღწევებზე, მიმდინარე რეფორმებსა და პროფესიული სტანდარტის ასამაღლებლად დასახულ გეგმებზე ესაუბრა.

შეხვედრის დასასრულს, პატრიარქმა სრულიად საქართველოს ადვოკატთა კორპუსი დალოცა, ხაზი გაუსვა ადვოკატების როლის მნიშვნელობას ადამიანის უფლებებისა და სამართლიანობის დაცვის პროცესში და წარმატებები უსურვა საპასუხისმგებლო საქმიანობაში.

.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი