„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსმა, ანდრია გვიდიანმა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში, „აზოტის“ ქარხანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა „რუსთავის აზოტისა“ და „საქართველოს ბანკის“ შესაძლო კავშირებზე. ანალიტიკოსის თქმით, რეალურად, „რუსთავის აზოტის“ კრიზისის უკან „საქართველოს ბანკი“ დგას.
„საქართველოს ბანკმა“ ქარხნის აუქციონი ძალიან საეჭვო გარემოებებში ჩაატარა. ბანკმა აუქციონში კომპანია „უე ინვესტმეტსს“ გაამარჯვებინა, რომელიც მხოლოდ 2 კვირის დაფუძნებული იყო და, რომელსაც, სააქციო კაპიტალი მხოლოდ 100 ლარი ჰქონდა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ასეთ კომპანიაზე „საქართველოს ბანკმა“ 235 მილიონიანი კრედიტი გასცა და სწორედ აღნიშნული კრედიტით დაეპატრონა „ეუ ინვესტმეტსი“ „რუსთავის აზოტს“. ასევე, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ „ეუ ინვესტმენტსის“ უკან დგანან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე „საქართველოს ბანკის“ „ტოპ“ მენეჯერები იყვნენ და, შესაბამისად, ბანკთან ძალიან მჭიდრო კავშირები აქვთ.
აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, ჩნდება ლოგიკური ეჭვები იმის შესახებ, რომ „აზოტის“ ქარხნის კრიზისის უკან სწორედ „საქართველოს ბანკი“ დგას და, შესაბამისად, ქარხანაში მიმდინარე პრობლემებზე პასუხისმგებელი თავად ბანკი არის“, – აღნიშნა გვიდიანმა.
აზოტისა და „საქართველოს ბანკის“ მიმართებაზე  ასევ ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში ისაუბრა „აუდიტორია 115“-ის წევრმა _ ირკლი კუპრაძემ. მან აღნიშნა, რომ სამშაბათს გაიმართება ახალი აქცია „საქართველოს ბანკის“ წინააღმდეგ. აქციაზე „აუდიტორია 115“ ააკრავს სახეზე იმ დოკუმენტაციას, რომელიც დაადასტურებს, რომ რუსთავის აზოტის დღევანდელი მფლობელი კომპანია პირდაპირ კავშირშია „საქართველოს ბანკთან“. ამას კი ჩვენ დავადასტურებთ მარტივად. ეს არის სისხლის სამართლის საქმე და ჩვენი პროტესტი არ დარჩება მხოლოდ მანიფესტაციად“, – განაცხადა კუპრაძემ.
მისი განცხადებით, ეს აქცია, პრაქტიკულად, საქართველოში გამართული პირველი ანტისაბანკო მანიფესტაცია იქნება. „ჩვენ გამოვედით იმ მდგომარეობიდან, როდესაც ბანკები იყვნენ ხელშეუხებლები და როდესაც ბანკები აწესებდნენ კაბალურ პირობებს ხალხისთვის. პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტა ყოველთვის საბანკო პოზიციებს იცავს, თუმცა ჩვენ გავაკრიტიკეთ ის რეგულაციური პოლიტიკა რაც სახელმწიფოში დღესდღეობით არსებობს და ამ სისტემატიზირებული ბრძოლით ჩვენ ვაპირებთ და გავალთ იქამდე რომ დასრულდეს საბანკო დიქტატურა ბიზნესზე და საზოგადოებაზე“, – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

 

 

 

 

 

 

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი