,,არა კაბალურ ხელშეკრულებებს”, “დასრულდეს ფსევდო მეგობარი ბანკების პარპაში”,- ამ სლოგანით ქუთაისში მოქალაქემ ”საქართველოს ბანკის” შენობის წინ შიმშილობა დაიწყო.

როგორც ოთარ ხმელიძე ამბობს, ბანკში სესხის გადახდის დაგვანების გამო მას დიდი რაოდენობით ჯარიმა დაუწესეს.

,,ბანკიდან სესხის სახით 17 500 ლარი მქონდა გამოტანილი, რომელსაც პირნათლად ვიხდიდი. 3 600 ლარი გადახდილი მაქვს ამ თანხიდან. ერთხელ შემეშალა ხელი და თანხის გადახდა დამაგვიანდა. ბანკში რომ მივედი, თანხა აღარ გადამახდევინეს და ორ თვეში ჯარიმის სახით 22 000 ლარი დამაკისრეს. მე უარს არ ვამბობ ჩემი საბანკო ვალდებულებების დაფარვაზე, თუმცა უკანონოდ დარიცხულ ჯარიმას არ გადავიხდი. ბანკი ახლა მორიგების აქტს მთავაზობს, თუმცა იგივე კაბალური პირობებით, რასაც ცხადია ხელს არ მოვაწერ,” – ამბობს ოთარ ხმელიძე.

შიმშილობის აქციას ბანკებისგან დაზარალებული სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბანკები მათი სოციალური მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად დამძიმებას ცდილობენ.
მოქალაქეთა ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ “საქართველოს ბანკში”.

წყარო

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი