საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი სამდღიანი ვიზიტით დასავლეთ საქართველოში იმყოფება და ქუთაისსა და ბათუმში ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლობებში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის მომიტორინგს ახორციელებს. მიმდინარეობს ოფისების შეკეთება, ბათუმში სახურავის განახლება, ინფრასტრუქტურის მომზადება და თანამდროვე სტანდარტებით აღჭურვა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისებში წარმატებით ხორციელდება შეხვედრები აქტუალურ საკითხებზე, მიმდინარეობს ადვოკატთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები და სემინარები.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას წარმომადგენლობები და ოფისები გააჩნია ქუთაისში, ბათუმსა და თელავში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი