შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ მსოფლიო წესია, განაჩენი გამოაქვს ერთს და აღასრულებს მეორე. საქართველომ უნდა იცოდეს თუ ვინაა პუტინისაგან ოფიციალურად დანიშნული ჩვენი სამშობლოს ქილერად. აი ისიც, ვლადისლავ სურკოვი (დუდაევი), მოძმე ქართველი და ჩეჩენი ხალხის მოღალატე, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი და თანამედროვე რუსული იმპერიალიზმის მთავარი პოსტულატის ე.წ სუვერენული დემოკრატიის ავტორი. სწორედ მას ევალება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებზე მუდმივი კურატორობა და ამ ტერიტორიების საბოლოოდ ჩამოცილება საქართველოსგან.

ბედის დაცინვით მასვე აქვს ჩაბარებული დანარჩენ საქართველოზეც შეუნელებელი კონტროლი მოსკოვის ორბიტაზე ჩვენს დასაბრუნებლად. სწორედ ამ ავბედითი ფიგურის შექმნილ-დაფრთიანებულია საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურთა მიერ დაფინანსებული პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობოების, მასმედიის და მიმალული შეიარაღებული ფორმირებების განტოტვილი ქსელიც. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურსაც ივანიშვილთან ერთად კოორდინაციას უწევს სწორედ სურკოვი, რომელმაც თავისი ბინძური ბიოგრაფია დაიწყო სწორედ 90-იან წლებში ივანიშვილის როსკრედიტბანკში კლერკად მუშაობით, საიდანაც, იგივე ივანიშვილის რეკომენდაციით, პრეზიდენტ ელცინის მიერ გადაყვანილი იქნა კრემლში.

აი, სად იმალება ძაღლის, უფრო სწორად ბიძინას თავი. ყველაფერთან ერთად, ჩემი ინფორმაციით, მას ორგანულად სძულს ქართველი ერი, აი, ისე არ საცხონებელ ხრუშოვს რომ სძულდა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი