Home ახალი დამატებული საქართველოდან გაქცევის ახალი გზა!

საქართველოდან გაქცევის ახალი გზა!

22 second read
0
34

საქართველოში ცხოვრების პირობები დღითიდღე უარესდება. სამსახურის შოვნა კვლავ პრობლემას წარმოადგენს, ყოველდღიურად ძვირდება საწვავი, ლარის კურსის გარკვეულწილად გამყარების მიუხედავად, პროდუქტზე ფასების დაწევა არ მომხდარა… ახალგაზრდებს უცხოეთისკენ გაურბით თვალი და გული. ყველაფერს კადრულობენ,  მძიმე ყოფას რომ გაერიდონ. აი, ამის ერთ-ერთი მაგალითიც:

„თურქმა მესაზღვრეებმა, სარფის სასაზღვრო პუნქტში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. ამ ინფორმაციას  თურქული Daily Sabah-ი ავრცელებს. გამოცემა აცხადებს, რომ პოლიციას საეჭვოდ მოეჩვენა კაცი, რომელსაც ხელში ჩემოდანი ეკავა და მისი გახსნა მოითხოვა. ჩემოდანში ქალი აღმოჩნდა. დაკითხვის დროს პოლიციამ გაარკვია, რომ 28 წლის ქალი თურქეთიდან დეპორტირებული იყო. წყვილი დააკავეს, გამოძიება კი გრძელდება. გამოცემის ინფორმაციით,   ანალოგიური შემთხვევა სამი დღით ადრე, იგივე სასაზღვრო პუნქტში მოხდა. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დიდ ხელჩანთაში ადამიანი აღმოაჩინეს, _ წერს GEORGIAN PRESS-ი საკუთარ გამოცემაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *