საქათველო- აზერბაიჯანის საზღვარზე დაკავებული ჟურნალისტი კამრან მაჰმუდოვი გაათავისუფლეს.

როგორც მაჰმუდოვი აზერბაიჯანული გამოცემებისთვის მიცემულ ინტერვიუებში ამბობს, დაკავების მომენტში მხოლოდ ის განუმარტეს, რომ მასზე ძებნა იყო გამოცხადებული და თავად ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

მომხდარის გამო კამრან მაჰმუდოვი სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. 
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული ოფისის ყოფილი თანამშრომელი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დღეს დილით, გამთენიისას გაათავისუფლეს.  მაუწყებლის ინფორმაცით, ის საქართველოში მეგობრებთან შესახვედრად მოდიოდა, თუმცა აზერბაიჯანელმა მესზღვრეებმა ის შეაჩერეს და გაზახის რაიონის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

კამრან მაჰმუდოვი „რადიო თავისუფლების“ აზერბაიჯანულ ოფისთან თანამშრომლობდა. „რადიო თავისუფლების“ ოფისის დახურვის შემდეგ კი, ბოლო წლებში ონლაინ არხის „კანალ 13“-სთვის მუშაობდა. მანამდე, 2 ივნისს, აზერბაიჯანული პრესის ცნობით, დააკავეს ამავე ონლაინ არხის ბაქოს ოფისის ხელმძღვანელიც, რომელსაც პროკურატურა არაკანონიერ მეწარმეობასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას სდებს ბრალს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი