უფლებადამცველმა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის საკონსულტაციო საბჭოს წევრმა,  გიორგი თევზაძემ, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების მეშვიდე დაწესებულება, რომელიც  ექვემდებარებოდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, რამდენიმე თვეში გაუქმდება და გადავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში, ისე, როგორც უწინ  იყო.  უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ, მედიასთან საუბრისას დადებითად შეაფასა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღავალობის საქმიანობა.

„ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან.   სასჯელღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელობა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივისა და საერთაშოროსო ორგანიზაციების ხელშეწყობით,  მუშაობს მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაზე, პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში.“ _ განაცხადა უფლებადამცველმა, გიორგი თევზაძემ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი