რუბრიკა: მკითხველის წერილები

დავიბადე გურიაში და როგორც ყველა, ჩვენც არაეკლესიურად ვიზრდებოდით. როცა შვილი შემეძინა და გამოვცადე ღმერთის მიერ მოვლენილი სასწაული, ვიწამე ღმერთი. ამჟამად ვარ ქუთაისის ერთ-ერთი ტაძრის მრევლი. მეც და ჩემი შვილიც შაბათ-კვირას დავდივართ ეკლესიაში და ვლოცულობთ. ღვთისმშობელ მარიამს მადლობას ვწირავთ, რომ შეისმინა ჩემი ვედრება და ბავშვი გამიცოცხლა.

 ეს საშინელება ასე მოხდა:

ჩემი შვილი 25 დღის იყო, როცა კრუნჩხვები დაემართა და მივიყვანეთ ბავშვთა საავადმყოფოში. მთელი მედპერსონალი ფეხზე დადგა, ხერხემლიდან სითხეც აუღეს, გადასხმებს უკეთებდნენ, როგორ არ აწვალეს ბავშვი, მაგრამ არაფერმა უშველა. მთავარმა ექიმმა, რომელიც იყო მორწმუნე და კეთილშობილი პიროვნება გვირჩია, ბავშვი მოგვენათლა. პალატაში მივიყვანეთ მღვდელი, რომელმაც ნათლობის საიდუმლო აღასრულა, შემდეგ ლოცვები წაუკითხა ბავშვს და სასწაული 15-20 წუთში მოხდა – ბავშვმა წამოიტირა.

მთელი მედპერრსონალი გაოგნებული იყო. ამის შემდეგ ბავშვი გამოჯანმრთელდა და  აღარაფერს შეუწუხებია.

ჩემი შვილი უკვე 14 წლისაა, მორწმუნე ქრისტიანი გახლავთ და ეკლესიურად ცხოვრობს. ეს ყველაფერი კი ნათლობის დროს მასზე გადმოსული დიდი მადლის შედეგად მოხდა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი