თბილისში ,,ვატელი“ იხსნება – სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

ხვალ, ტექნოპარკში გაფორმდება ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს, „Block Invest”-ს და Vatel – ჯგუფს შორის, საქართველოში „ვატელის“ უნივერსიტეტის გახსნის თაობაზე.

სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ვატელის“ ოფიციალურ პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი, განათლების და მეცნიერების მინისტრი – ალექსანდრე ჯეჯელავა.

„ვატელი“ არის ნომერ პირველი, საუკეთესო ბიზნეს სკოლა სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 35 უნივერსიტეტი აქვს გახსნილი, ჰყავს
7 000 სტუდენტი და 30 000 კურსდამავრებული.

მისი მისიაა მოამზადოს ახალი თაობა, რომელიც მომავალში გზას გაიკვალავს სასტუმროებისა და საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიაში.

უნივერსიტეტი ასწავლის ევროპულ მენეჯმეტის მეთოდზე და ფრანგული სტუმართმასპინძლობის კულტურაზე დაყრდნობით. ცდილობს სტუდენტმა შეიცნოს მთელი მსოფლიოს კულტურა ყოველმხრივ.

2000 წლიდან „ვატელი“ საგრძნობლად გაფართოვდა. დღესდღეობით, „ვატელ ჯგუფს“ 35 უნივერსიტეტი აქვს მსოფლიოს 4 კონტინენტზე.

2016 წელს „ვატელი“ გახდა საუკეთესო უნივერსიტეტი სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით / Best Hospitality Management School – 2016.

„ვატელი“ ყველა დიდ საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მათი წარმომადგენლები სისტემატურად ატარებენ ტრენინგებს „ვატელის“ სტუდენტებისთვის, სტუდენტები კი ესწრებიან მსოფლიო დონის ფორუმებს, კონფერენციებს, სემინარებს. სასტუმროების წარმომადგენლები იწვევენ სტუდენტებს პრაქტიკის გასავლელად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ყველაფერი „ვატელის“ კურსდამთავრებულს აძლევს საშუალებას დასაქმდეს სწავლის დასრულებისთანავე. შესაბამისად „ვატელს“ 35 წლიანი არსებობის მანძილზე 100 % იანი დასაქმების სტატისტიკა აქვს.

საქართველოში „ვატელ ჯგუფი“ „Block Invest”-ის და “SEU”- ს დახმარებით შემოდის.

„Vatel Georgia” – სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოში – გასცემს ფრანგულ (საერთაშორისო) დიპლომს. სასწავლო პროცესი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU-ს კამპუსში შედგება, ვატელის სტუდენტები სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტს ინგლისურ ენაზე შეისწავლიან.

„Vatel Georgia”-ს აკადემიერი პროგრამა მიოცავს როგორც ბაკალავრიატს, ასევე მაგისტრატურას.

გარდა ამისა, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაამთავრონ პროფესიული განვითარების კურსები:
3 თვიდან – 1 წლამდე.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი