2017 წლის 27 ივნისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე საგადასახადო დავა კერძო პირის მოგებით დასრულდა. ინფორმაციას ipress  ავრცელებს.

შპს ,,ჯ.მ“-ს, შემოსავლების სამსახურის მიერ 2015 წელს ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაერიცხა 200 მილიონამდე ლარი, რაც შპს ,,ჯ.მ“-მ სასამართლოში გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანომ შპს ,,ჯ.მ“-ის დამატებითი საგადასახადო ვალდებულების განმსაზღვრელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოსცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, მოქმედი კანონმდებლობის არსებითი დარღვევით.

შესაბამისად, სასამართლომ ბათილად ცნო მითითებული აქტები და, გადასახადის გადამხდელის უფლებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს დაავალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი