საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, მათ მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი, რომელიც სრულად ასახავდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების საპატრიარქოში შეხვედრას, გაურკვეველი მიზეზების გამო მოულოდნელად დაიბლოკა.

“ჩვენს მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი, რომელიც სრულად ასახავდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების საპატრიარქოში შეხვედრას, გაურკვეველი მიზეზების გამო მოულოდნელად დაიბლოკა და უკვე დილიდან იგი საიტზე აღარ არის. ვარკვევთ ამის მიზეზებს, მანამდე კი დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იგივე ჩანაწერი იხილონ საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” გვერდზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა. ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 19 მაისს დაიწყო. სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლო სხდომების დახურვა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი