საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს. დეპუტატების განცხადებით, მათ ორგანიზაციულ საკითხებზე იმსჯელეს. ჯანდაცვის კომიტეტის მოადგილის ინფორმაციით, გუნდი თანხმდება, რომ ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, მაგრამ კანონპროექტის შინაარსსა და მუხლებზე აზრთა სხვადასხვაობაა. ლევან კობერიძის თქმით, საკომიტეტო მოსმენების დაწყებამდე ცვლილებებს ფრაქციებთან, მესამე სექტორთან და საზოგადოების სხვა ჯგუფებთან განიხილავენ.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი