,,მესამედ დამაწვინეს კლინიკაში. არ ვიცი ეს რა წესია, მაგრამ სამივეჯერ ახალი ისტორია გამიხნეს (რა პატივია)).
ასე მაგალითად, დღეს დილით გაწერისას მეუბნებიან, რომ 60 ლარი უნდა გადაიხადოო. გამიკვირდა და ვკითხულობ– რისთვის? დღეს ხომ მხოლოდ გამაყუჩებელი გამიკეთეთ-თქო?
(დღეს 3:00–დან 8:00 სთ–მდე ვიყავი, თან გუშინ საოცარი “საყოველაო დაზღვევის” ფარგლებში აბსოლუტურად ყველაფრის (არაფრისაც) თანხა გადამახდევინეს, 10 თეთრიანი შპრიცისაც კი. თუმცა ეს კიდევ ცალკე ტრაგიკომიკური საკითხია), 
მპასუხობენ – ისტორია რომ იხსნება ეს არის გადასახდელიო…
შემდეგ კონტრშეკითხვას ვსვამ – გუშინ ხომ გახსენით-მეთქი?
მპასუხობენ – ყოველ შემოსვლაზე ახალი ისტორია იხსნებაო.

მოკლედ, მგონი ამდენჯერ მსოფლიო ისტორია არ დაწერილა და მე ასეთი რა გავაკეთე (თუ გამიკეთეს), ვერ გავიგე”_ ერს სოციალურ ქსელში ადვოკატი გიორგი მდინარაძე.

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი