Shanghai, China. February 13th 2014. Driver images for UBER marketing content.

ზურაბ დათუაშვილი, ისტორიკოსი, ემიგრანტი:

_ იდიოტიზმი, ზოგადად, ულიმიტო და ურეგლამენტო ფენომენია.
რაკი კანონებს ადამიანები წერენ და საზოგადოებრივი ქცევის რეგულაციებსაც ისინი განსაზღვრავენ, ეს იდიოტიზმი ხშირად სამართლებრივ ნორმებშიც აისახება და წარმოუდგენლად კომიკურ ხასიათს იღებს. თანაც, არა მხოლოდ დაბალი სამართლებრივი კულტურის მქონე ქვეყნებში.
ა, ბატონო – ცინცხალი მაგალითი.
ორიოდე კვირის წინ კანადის პროვინცია ახალი შოტლანდიის მცხოვრები ლორან გრაბერი სადაც ჯერ არ არს, იქ დაიბარეს და საკუთარ ავტომობილზე სანომრე ნიშნის გამოცვლა მოთხოვეს.
მოტივი – იგი შეიძლება ქალბატონებმა ჩათვალონ შეურაცხმყოფელადო.
არა და – მისტერ გრაბერის სანომრე ნიშანზე მხოლოდ მისი გვარი იყო გამოსახული – Grabher. ხელისუფალნი ფიქრობენ, რომ ეს სიტყვა ქალბატონებმა შეიძლება აღიქვან, როგორც grab her, ანუ “გამოიჭირე ის” და ამის გამო მათი ღირსება შეილახოს. როგორც გაირკვა, ლორან გრაბერი უკვე 30 წელია ამ სანომრე ნიშანს ატარებს და აქამდე რაიმე პრობლემა არ შექმნია. არც ხელისუფალთ მიუქცევიათ მისთვის ყურადღება. დაინტერესება (შესაბამისი რეაგირებით) მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მედიაში იმ დროისათვის ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის ფარული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში აშშ მოქმედი პრეზიდენტი ქალებზე აგდებით საუბრობს და ამბობს, რომ ყველა მათგანის გამოჭერა შეიძლება. მშვენიერი სქესის წარმომადგენლებმა ეს განცხადება სექსიზმად ჩათვალეს და ამერიკას ტრამპის საწინააღმდეგო მანიფესტაციების ტალღამ გადაუარა.
ტრამპი ტრამპად, მაგრამ საცოდავმა ლორან გრაბერმა რა დააშავა?
იგი, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, უხალისოდ, მაგრამ მაინც დაემორჩილა ხელისუფალთა მოთხოვნას და ახლა მხოლოდ ერთი რამის გარკვევასღა ცდილობს – ტელეფონის აბონენტთა წიგნიდანაც ხომ არ ამოიღებენ მის სექსისტურ გვარს.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი