საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე თავისი გადაცემა ” ІНША УКРАЇНА”-ს შესახებ, წერს, რომ სტუდია, სადაც პროგრამის ჩაწერა ხდებოდა, უკრაინელმა ოლიგარქმა რინატ ახმეტოვამ მსხვილ ფასად შეისყიდა. სააკაშვილის თქმით, იგი მაინც ჩაწერს გადაცემას, სანთლის შუქზეც რომ მოუწიოთ გადაღება, ან გენერატორის დახმარებით.

“ერთი კვირის წინ ჩვენ მოგვთხოვეს სტუდიიდან გადასვლა, სადაც “Другая Украина”-ს ჩაწერა ხდება. ჩვენი ინფორმაციით, სტუდია, მსხვილ ფასად ახმეტოვას არხმა აიღო. ხოლო დღეს, როდესაც პროგრამის ძირითადი მასალები მზადდება, ჩვენ ახალ კიევენერგოს სტუდიაში, იგივე ახმეტოვამ დილიდან ელექტროენერგია გაგვითიშა. ოლიგარქია მოქმედებაშია!

ეთერში მაინც გავალთ, ოთხშაბათს 21:30-ზე! (სანთლის შუქზეც რომ მოგვიწიოს გადაღება, ან გენერატორის დახმარებით)”. – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი