საზოგადოება

სანდრო ბრეგაძე: ღმერთს ვფიცავარ, თუ 1 თეთრი მიგვეღოს საქართველოს ფარგლებს გარედან

,,დღეს მომაწოდეს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი და სოროსის ოფისის ხელმძღვანელობა ცოფებს ყრიან ქართველთა მარშის გამო. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, მისი ბრძანებით, დედამისის თურქმა მეგობრებმა, რომლებიც გიულენის გარემოცვაა 300000 დოლარი გადასცეს ნაცების ლიდერებს, რათა მოისყიდონ ჟურნალისტები და დაიწყოს მარშის დისკრედიტაციის კამპანია. 10000$ უკვე გადახდილია ერთ სულგაყიდულ საინფორმაციო საშუალებაზე და როგორც მაცნობეს, ხვალიდან უნდა გაჩნდეს შეკვეთილი სტატიები, რომ მარში დააფინანსა ებრალიძემ ან ძასოხოვმა ან ხომერიკმა ან ხუბუტიამ ან გიორგაძემ ან რომელიმე ძველმა ბიჭმა. ეს იმ ფონზე, როდესაც მარშის ბიუჯეტი იყო 500$, ამას დაემატა ქართველი ემიგრანტის გამოგზავნილი 250$.

 ბათუმის აქცია გადაიდო მხოლოდ იმიტომ, რომ ავტობუსების ფული არ გვაქვს, არ გვაქვს 1 ოთახიც კი, სადაც შევიკრიბებით. ამიტომ თხოვნა იქნება, რომ 20-20 ლარი მაინც შევკრიბოთ, რომ 2 ოთახი ვიქირავოთ სადაც შევიკრიბებით. ქართველთა მარშის იდეას ბინძური ფულით ვერ დავსვრით. ხატის წინაშე ღმერთს ვფიცავარ, თუ 1 თეთრი მიგვეღოს საქართველოს ფარგლებს გარედან! უფალი გფარავდეთ!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სანდრო ბრეგაძე. 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close