ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცოტა ხნის წინ, პოლიციამ საზოგადოებრივი მოძრაობა, “ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე და ქართული მარშის კიდევ რამდენიმე წევრი დააკავა.

ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების დროს სანდრო ბრეგაძე შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სავარაუდოდ, დაკავება მარშის მიერ გუშინ რუსთავი 2-თან ჩატარებულ საპროტესტო აქციას უკავშირდება. გუშინდელ აქციაზე ქართულმა მარშმა რუსთავი 2-ის ერთ-ერთ გადაცემაში გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული, ქრისტიანთა რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი განცხადება გააპროტესტა.

წყარო: alt-info.com

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი