საზოგადოება

,,სანდრა უნდა გავაწბილო…”

,,სანდრა უნდა გავაწბილო. უკრაინელი ხალხი სააკაშვილთან ნამდვილად არ არის. გუშინ გამაცნეს უკრაინის უახლესი პოლიტიკური რეიტინგები, სადაც სააკაშვილს 1,4% აქვს, მას 11 სხვა პოლიტიკოსი უსწრებს. ხოლო თუ დამტკიცდა, რომ ის იანუკოვიჩის ხალხისგან ანუ მოსკოვიდან ფინანსდება, ეს 1.4%-ც დაილევა “შაგრენის ტყავივით” _ აცხადებს ირაკლი გოგავა.

სანდრა რულოვსის განცხადებით, გუშინ განვითარებული მოვლენებს თვეებია ელოდებოდნენ, განსაკუთარებით კი ბოლო კვირაში, როცა მიხეილ სააკაშვილის გარემოცვიდან ადამიანების საქართველოში დეპორტაცია განახორციელეს.

„მიშაც ელოდებოდა ამას, მაგრამ არ ჩერდებოდა მისი აქტიურობა პარტიასთან ერთად. ასე ვთქვათ, ხალხის გაღვიძება მოახერხა ამ ბოლო კვირებში და მგონი, სახეზეა შედეგი. რაც დღეს მოხდა ეს, რა თქმა უნდა, სრულიად უკანონოა. შევარდნენ მის ბინაში, კიევის ცენტრში აიყვანეს, ჩატენეს სამარშრუტო ტაქსში“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ყოფილი პირველი ლედის განცხადებით, მას მიხეილ სააკაშვილმა ღამე მოსწერა, რაღაც საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით და ასევე გააფრთხილა, რომ ფრთხილად იყვნენ.

„როგორც თქვენ, მეც ასე ვუყურებ პირდაპირ ეთერში და ვიღებთ ინფორმაციას მომხრეებისგანაც. მშვიდად კი არ ვარ, მაგრამ იმედით ვარ, რადგან ვხედავთ, რომ მისი მომხრეები და უკრაინელი ხალხი მის გვერდითაა“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ამასთან, ყოფილ პირველ ლედის უჭირს იმის პროგნოზირება, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.
„ეგ არავინ იცის, როცა მიშაა ჩართული ყოველთვის ისე ვითარდება, როგორც არავინ ელოდება. მე ვიცი რას განიცდის იქ, იმ სამარშრუტო ტაქსში, ძალიან განიცდის, იცის, რომ ეს არის მისთვის გადამწყვეტი მომენტი. ყველას გვჯერა, რომ ოლიგარქების მოლაპარაკებული საქმეა“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამ თემაზე ბევრ საუბრობდა საჯაროდაც და ამ ამბავს ყველა ელოდებოდა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში დააკავეს, მაგრამ მისმა მომხრეებმა შეძლეს მისი გათავისუფლება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close