თამო კეშელავა, ჟურნალისტი:

_ თბილისში რამდენიმე სახლი დანგრევის საფრთხის ქვეშაა, ამ წუთებში…

ამ წუთებში, სანამ ვწერ, რამდენიმე ოჯახი, შესაძლოა, საცხოვრებლის გარეშე დარჩეს.

ვის უკვირს თბილისში ავარიული სახლები, გასაგებია, მრავლადაა, მაგრამ, ეს სხვა შემთხვევაა, ამ სახლებს ძალით ვაზიანეთ, ხელოვნურად ვწირავთ დასანგრევად.

ყველაფერი ბანალურად დაიწყო – თმოგვის მეორე შესახვევის მაცხოვრებლებმა, თბილისის მერიას, მიმართეს სამანქანო გზის სარემონტო სამუშაოების ჩატარების თხოვნით.
რაღაც პერიოდის შემდეგ, მაცხოვებელთა თხოვნა დააკმაყოფილა მერიამ, მივიდა ადგილზე კომპანია, რომელმაც დაიწყო გზის საფარის ათხრა და ათხარა კიდეც მთლიანად.

ათხარა და გაჩერდა – უიო, უთქვამთ მაცხოვრებლებისთვის, გეოლოგების მიერ გადმოცემულ დასკვნაში წერია, რომ აქ კლდე დაგვხვდებოდა, არადა მიწააო და გაქცეულან…
შორს კი არ გაქცეულან, კაცო. იქვე, გვერდით უბანში, სხვა გზას თხრიან ახლა…

გაწვიმდა თუ არა, ეს საფარმომძვრალი გზა, ჩამოიშალა, იმავე საღამოს გასკდა წყლისა და გაზის ცენტრალური მილები, რომლებიც, ღია ცის ქვეშ დაყრილი დატოვეს. მიწა წამოვიდა და სახლის სახურავები დაფარა. ნიაღვამა კვალი გაიკეთა, საცხოვრებელ სახლში შევარდა და ჭერი ჩამოანგრა, სახლებს ბზარები უჩნდებათ, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არის თმოგვის მეორე შესახევი და მისი პარალელური – ქართლის ქუჩა, რადგან, კიდევ ერთი გაწვიმების შემდეგ, მიწამ თუ ისევ დაიწყო მოძრაობა, მინიმუმ, რამდენიმე სახლს დაანგრევს.

გზა, რა თქმა უნდა, აღარ არსებობს. საფეხმავლო ბილიკი დარჩა და იმაზე გავლაც სახიფათოა.
მერია და გამგეობა ადგილზე მისვლასაც არ კადრულობს, მინიმუმ, ბოდიშის მოსახდელად, მინიმუმ, მდგომარეობის შესაფასებლად.
კომპანია, რომელიც უპასუხისმგებლოდ მოეკიდა დაკისრებულ ვალდებულებას და გზა რესტავრაციის მაგიერ – დაანგრია, ახლა სხვა გზას თხრის – არავინ სთხოვს პასუხს.
არავინ სთხოვს პასუხს გეოლოდებსაც – თუ მართლა არასწორი იყო მათი დასკვნა.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მისწერეს ტელევიზიებს და მათ დირექტორებს, ადგილზე არ მისულა არც ერთი გადამღები ჯგუფი.

რა გვეჩქარება, ჯერ სურათი ნაკლებტრაგიკულია, ბარემ დაინგრეს ეს სახლები და მივალთ მერე, ვივიშვიშებთ, დავიწყებთ მტყუან-მართლის გარჩევას და გადაბრალებას.

ამწამს, 5 სახლია დასანგრევად განწირული, მათი რაოდენობა გაიზრდება, რადგან, ჯერ გზის მხოლოდ ერთი მონაკვეთი ჩამოიშალა, არადა, მთელი გზა ჩამოშლის საფრთხის ქვეშ დგას.

Kakha Kaladze კახა კალაძე მარტო თუ მუშაობ და არ იცი როდის იქნება მზად გზა – თქვი, თუ არადა, ერთ სულელ გეოლოგს, ერთ უპასუხისგებლო კომპანიას თუ არ გადააყოლებ ორი ქუჩის მაცხოვრებლებს – კარგს იზამ. თქვენი აშენებულია, რომ ანგრევთ? დღის არქიტექტურას არ მოუხდა გზა და სახლები, თუ ღამის ეკონომიკას?

აი, გზის დაგებას და ამ ოჯახებისთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას რომ მორჩები, მერე მერიის სამსახურსაც რომ მიხედო – კი არ იქნებოდა ურიგო.

Nika Gvaramia, როგორც მითხრეს, ჩემამდე თქვენთვის მოუწერიათ ამ ოჯახებს თავიანთ გასაჭირზე – ხოდა, თქვენც მარტო მუშაობთ და არც ოპერატორია მზად?

არადა, სანამ ახლა ვწერ, სანამ გთაგავთ, სანამ კითხულობთ, ამ მომენტში ადამიანები სხედან და შიშით უყურებენ მიწაგადაყრილ სახურავს, გაბზარულ კედლებს, ჩამონგრეულ ჭერს… ამ მომენტში ოჯახებს, მინიმუმ, უსახლ-კაროდ დარჩენა ემუქრებათ, მაქსიმუმ – არ ვიტყვი…

p.s. არკვიეთ ახლა ვინ მომისყიდა… რომელმა ერთმა, რომელმა…

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი