საზოგადოება

,,სანამ არ მოვიცილებთ საჰაერო მაფიოზებს, საქართველოს ფრთები არ გაიშლება”

,,ახლა მტერი იყოს რუსეთის ადვოკატი, მაგრამ ჯორჯიან ეარვეისის მფლობელი, მილიონერი გაიაშვილი რომ პირწავარდნილი აფერისტი და ყველა მთავრობის ლაქიაა, ეს მე და ვინც მას ასე თუ ისე იცნობს ყველამ კარგად იცის. დამწვარი მეძვირეობა და ბილეთების გაორმაგებული ფასები კი საკუთარ ტყავზე გამოსცადა ყველა მგზავრმა ვისაც კი ამ 30 წლის მანძილზე უფრენია ამ კომპანიის დაძველებული, ათასჯერ გადარემონტებული, მორალურადაც ვადაგასული, ლიზინგით შემოტანილი ხომალდებით. ყოჩაღ ჩვენი მფრინავების ოსტატობას, უნდა ითქვას, რომ პერსონალი ეკიპაჟებისა მათ შორის სტიუარდესები დაამშვენებდა მსოფლიოს ნებისმიერ ავიაკომპანიას.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ასეთი წვრილ-წვრილი აფერისტი ავიამაფიოზებით შორს ვერ გავფრინდებით. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ შევქმნით სახელმწიფო ავიაკომპანიას, შემოვიყვანთ ტრანსკონტინენტალურ აერობუსებს და მოვახდენთ მგზავრთა გადაყვანის მონოპოლიზაციას ამიერკავკასიიდან, შუა-აზიიდან, ჩრდილო-კავკასიიდან, ავღანეთიდან, ირანიდან, პაკისტანიდან (ესაა სადღაც მგზავრთა 400 მილიონიანი სივრცე) სან-ფრანცისკომდე, მელბურნამდე, ტოკიომდე და ბუენოს-აირესამდე.

როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ბიუჯეტები ივსება სწორედ ბრიტიშ ეარვეისისა და ლუფტჰანსას შემოსავლებით, რომლებიც სწორედაც სახელმწიფო კომპანიებია. ამიტომ, სანამ ზედაპირულ ბანდიტებთან ერთად არ მოვიცილებთ თაღლით საჰაერო მაფიოზებს, საქართველოს ფრთები არ გაიშლება” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close