დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ბრალდებულ გუკა ბაძაღუას გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია გაიმართა. სასამართლოს შენობასთან დაკავებულის ახლობლები და მეგობრები შეიკრიბნენ და მათ ბაძაღუას უკანონოდ დაკავება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

აღნიშნული აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, როსტომ ზარანდიამ მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლის თანახმადაც, გუკა ბაძაღუა პატიმრობაში დატოვა. ზარანდიამ პროტესტის ნიშნად, ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლოს შენობიდან გადმოხტომა სცადა.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის გურამ ბაძაღუას თბილისის პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვას ედავება. ბრალდების მიხედვით, ის ძებნაში მყოფ ვ.კ.-სმალავდა, რომელსაც ბრალად არაერთგზის, დამამძიმებელ გარემოებებში ადამიანისსიცოცხლის ხელყოფა ედება.

მიხელ ძიძიგური

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი