საზოგადოება

სამი მოვაჭრე ფოთის საავადმყოფოშია გადაყვანილი

ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში ფოთის ბაზრობის კიდევ ორი დაზარალებული მოვაჭრე გადაიყვანეს.

კლინიკის ხელმძღვანელის, ექიმის თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, პაციენტებს შეყვანისას ჰიპერტონული კრიზი ჰქონდათ. ექიმის თქმით, ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება ქალბატონს, რომელმაც თვითდაზიანება მიიყვანეს

თეა გიგინეიშვილის განმარტებით, პაციენტი საავადმყოფოში ხელზე ნაკვეთი ჭრილობით შევიდა.

როგორც ექიმი განმარტავს, ქალბატონს წინა მხრის არეში შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ხანძარი ფოთის ბაზრობაზე დღეს დილით გაჩნდა.

ცეცხლი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. ადგილზე განთავსებულია 50-მდე მაღაზია და 144-მდე დახლი.

სულ ხანძრის ჩაქრობას 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა, მათ შორის, მეზობელი რაიონებიდან ჩამოსული სახანძროები.

ფოთის ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close