Home ახალი დამატებული სამარცხვინო! – ემჩნევა, თბილისის ცუდი მაგალითი გადამდებია

სამარცხვინო! – ემჩნევა, თბილისის ცუდი მაგალითი გადამდებია

20 second read
0
15

“თბილისისს და ბათუმს რაც სჭირს გასაგებია უკვე. პრინციპში აღარც არაფერი ეშველება ამ ქალაქებს, მაგრამ იგივე გაუაზრებელი და მავნებლური ხელწერა სხვა ქალაქებსაც გადაედო. ეს არის სტეფანწმინდის ცენტრი, ტურისტულად მნიშვნელოვანი ადგილია. ფოტოებს იღებდა აქ ხალხი ადრე. ამ ადგილიდან ერთდროულად ჩანს ყაზბეგის ძეგლიც და მყინვარწვერიც.

სტეფანწმინდა რომ ლამაზია, იმიტომ კი არ არის ლამაზი, რომ ლამაზი სახლებით არის ნაშენები. არც კოშკები აქვს მესტიის მსგავსად. სტეფანწმინდა ლამაზია ამ ხედის გამო. იმიტომ, რომ ნებისმიერი სახლიდან და საჯარო ადგილიდან, როგორიც არის მაგალითად ეს მცირე მოედანი შეგიძლია ამ ულამაზესი მთის დანახვა. ამ ხედის ამოშენება სუიციდის ტოლფასია.

გასაგებია, რომ კერძო საკუთრებაა, მაგრამ არსებობს საზოგადოების ინტერესებიც. უბრალოდ რომ გადათვალო, ამ მოედნიდან დანახული ხედი საქართველოს ყველა მოქალაქის იყო, ახლა კი ერთი კონკრეტული სასტუმროს(ალბათ) მეპატრონის და მასთან გაჩერებული სტუმრების არის მხოლოდ. ვფიქრობ, არასამართლიანი შეფარდებაა და თუ მთავრობას შეეძლო, რომ ეს უსამართლობა არ დაეშვა, ეს უნდა გაეკეთებინა. თუ ახლაც შეუძლია, რომ ეს მშენებლობა შეაჩეროს, ვფიქრობ ასეც უნდა მოიქცეს. (რა თქმა უნდა შესაბამისი კომპენსაციის ფასად).

მე პირადად, რომელსაც სტეფანწმინდა და ზოგადად ყაზბეგი ძალიან მიყვარს ამ ადგილას გავლისას მხოლოდ ერთი სიტყვა მადგას ხოლმე პირს: “სამარცხვინო”_ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლევან ღამბაშიძე.

სასტუმროს მშენებლობის ფოტოს კომენტარს ასევე უკეთებს თბილისის საკრებულოს წევრი, შალვა ობგაიძე, რომელსაც ლული ყიფიანი ჰყავს მონიშნული, რათა ამ ფაქტს ისიც გაეცნოს.

“ლულუ, იქნებ გუბერნატორს გადასცე, ეს არის ყველაზე ცუდი ნებართვა რაც კი ყაზბეგის არქიტექტურის სამსახურს გაუცია.
არ არის კარგი საქმე და არ დამთავრდება კარგად.
P.S. ემჩნევა, თბილისის ცუდი მაგალითი გადამდებია”,_ წერს ობგაიძე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *