“თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით”- ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას გააკეთა. დეპუტატმა საქართველოს პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკა.

“პრეზიდენტის სიმბოლო ქვეყანაში, რომელსაც გააჩნია ათასწლოვანი მონარქიის ტრადიცია, უძველეს ევროპაში, ალბათ გულთანაც ახლოს არის ბევრთათვის და შესაძლოა მომავლის ნიშანიც კი, სამწუხაროდ ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ამ სიმბოლოს ან არ, თუ ვერ გაუფრთხილდით ისე, როგორც სასურველი იქნებოდა.

სამწუხაროდ, საგარეო წარმომადგენლობა მსოფლიო მოედანზე გადააქციეთ სამარცხვინო შეჯიბრად და ქიშპობის საგნად, გაერთიანების და მიუკერძოებლობის სიმბოლოს მაგივრად ნელ-ნელა იქეცით საზოგადოების ერთი ნაწილის პოზიციების გამხმოვანებლად, დღესაც ალბათ ვნახავთ თქვენსა და ერთი ფლანგის პოზიციას შორის დიდი მსგავსებას, სახელმწიფო მოღვაწეობიდან პოლიტიკურ არენაში გადახვედით, თქვენ როცა შეირგეთ ამ ადგილზე დანიშვნა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეთ პრეზიდენტის არჩევითობის პრინციპი, ვიდრე უპატრონო მოქალეების მიმართ, მორალური ავტორიტეტით, როდესაც ვეტოთი ვხმალაობთ, იმის მაგივრად რომ ეს ბერკეტი უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენოთ, ამის მაგივრად, რომ მიგეჩვიათ საზოგადოება ჩვეულებრივი აზრთა სხვაობას, ჯანმრთელ დისკუსიას, ამის მაგივრად დაპირისპირების და დაძაბვის მაგალითს აძლევს, ამით თქვენი გამაერთიანებელ როლს აკნინებთ,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი