„ნაციონალური მოძრაობა“ მესტიაში მოკლული თანაგუნდელის ლომარ ნიგურიანის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„დღისით, მზისით საკუთარი სახლის წინ ჩაცხრილეს სამი შვილის მამა. ბუნებრივია ჩვენ დეტალების გარკვევას დაველოდებით, თუმცა მთავარი მიზეზი ამის არის უმძიმესი კრიმინოგენული სიტუაცია, რაც არის არის დღეს საქართველოში,“-განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

პარტია შსს-ს მოუწოდებს დროულად გამოიძიონ მომხდარი.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და საკრებულოს დეპუტატი  მესტიის ცენტრში ჩაცხრილეს. ლომარ ნიგურიანს მისი საცხოვრებლის გვერდით მდებარე სახლიდან სავარაუდოდ მაშინ ესროლეს, როდესაც ის საკუთარი სახლის სახურავიდან თოვლს წმენდდა.

არსებული ინფორმაციით ლომარ ნიგურიანს მესტიაში მცხოვრებმა პირმა ესროლა, რომელთანაც მას დაპირისპირება ჰქონდა.

მომხდარ ფაქტზე განცხადებაგაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, სადაც აღნიშნულია, რომ დანაშაულის მოტივი პირადი კონფლიქტი იყო.

კომენტარები
Загрузка...