საირმის ქუჩაზე საფეხმავლო გზა ჩაინგრა 

„მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, ​აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელ კორპუსს სამშენებლო კომპანია„აქსისი“ აშენებს.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, გზის ჩანგრევა სანიაღვრე სისტემის გაუმართაობამ გამოიწვია.

„თბილისში, გასულ დღეებში მოსული უხვი ნალექის გამო, სანიაღვრე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, რამაც გზის ჩამონგრევა გამოიწვია.

ვფიქრობდით, რომ საფრთხე არსებობდა. სამუშაოები დროებით გავაჩერეთ. ადგილზე ჩვენი ჯგუფები მობილიზებულები არიან და გზის აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია. იგეგმება კომუნიკაციის მილების გადატანა.

კომპანია საყრდენ კედელსაც ააშენებს, რაც პროექტით გათვალისწინებული იყო“,- განაცხადა „აქსისის“ წარმომადგენელმა ზვიად ზარნაძემ. 

საფეხმავლო გზა საირმის N51-ში გუშინ ჩაინგრა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი