საინფორმაციო სააგენტო ,,ევრონიუს ჰოლდინგი”-ს განცხადება:

დღეს, 17 მაისს, euronews.ge -ს პირდაპირ ეთერში მუშაობდა ჟურნალისტი ზაზა სვანაძე. მან რამდენიმე ჩართვა განახორციელა რუსთაველის გამზირიდან. 16 საათზე მიმდინარეობდა მორიგი პირდაპირი ჩართვა _ ინტერვიუ გია კორკოტაშვილთან. მოულოდნელად (კადრში ჩანს) მათთან მივიდა რამდენიმე მამაკაცი. ისმის ხმა, რომ ჟურნალისტს აიძულებენ პირდაპირი ჩართვის შეწყვეტას. პირდაპირი ჩვენება მართლაც შეწყდა.

როგორც ცნობილი გახდა, ზაზა სვანაძის რესპონდენტი, გია კორკოტაშვილი დააკავეს. ზაზა სვანაძის შესახებ კი, ამ დრომდე ინფორმაცია არ გვაქვს. ჟურნალისტს ტელეფონი გამორთული აქვს და არავინ იცის, სად იმყოფება.

euronews.ge ეძებს ჟურნალისტ ზაზა სვანაძეს. ადვოკატებმა და პოლიტიკოსებმა გვითხრეს, რომ რუსთაველზე დაკავებულების სრული სია მათთვისაც ცნობილი არ არის და არც ის იციან, დაპატიმრებულები ამჟამად სად ჰყავთ.

ჟურნალისტი ზაზა სვანაძე პირდაპირ ეთერში იმყოფებოდა და აქედან გამომდინარე, ვერავინ იტყვის, რომ მან რაიმე დანაშაული ჩაიდინა, ან კანონი დააღღვია. თუ ჩვენი ეჭვი გამართლდა და  ჟურნალისტი დაკავებულია გია კორკოტაშვილთან ინტერვიუს გამო, ან პროფესიული საქმიანობისთვის, ეს იქნება ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა და ხელშეშლა, რასაც აუცილებლად მოჰყვება ჩვენი რეაქცია.

ჟურნალისტის ძებნას ვაგრძელებთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთხოვთ დახმარებას.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი